კრამიტის სახურავი — პლუსები და მინუსები

Alpaca
3 min readAug 27, 2020

--

მეტალოკრამიტის და კრამიტის სახურავები

კრამიტი — ეს არის უძველესი საბურულე მასალა, რომელსაც მსოფლიო ძველი წელთაღრიცხვიდან აწარმოებდა და საქართველოშიც, თურმე, ძვ. წ. IV საუკუნიდან გვხვდებოდა.

თანამედროვე კრამიტი დღესაც ინარჩუნებს იმ თვისებებს, როლებმაც მისი პოპულარობა ჩვენამდე მოიტანა.

მასალის სახეობები

კრამიტის სახურავი რამდენიმე სახეობის არსებობს. მასალის კლასიფიცირება ხდება:

1. ფორმისა და დაწნეხის მეთოდის მიხედვით.

ფორმისა და დაწნეხის მეთოდის მიხედვით არსებობს:

ა) ღარისებრი, რომელიც შტამპირების წესით მზადდება. ვიზუალურად იგი ჰორიზონტალურად გაჭრილ მილს ჰგავს. ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ამ კრამიტის თავისებურებას წარმოადგენს ღარები, რომლებიც სხვადასხვა ელემენტების საიმედო შეერთებას ემსახურება. ღარისებრი სახეობის კრამიტი საქართველოში „კახური კრამიტის“ სახელითაც არის ცნობილი.

ბ) ბრტყელი — ანუ იგივე ქართული კრამიტი. ბრტყელი კრამიტი იწარმოება ლენტური წესით. გასულ საუკუნეებში საქართველოში თავდაპირველად სწორედ ბრტყელი კრამიტს იყენებდნენ სახლებისა თუ ეკლესიების გადასახურად. ღარისებრმა კრამტმა კი ბრტყელი კრამიტი მოგვიანებით ჩაანაცვლა.

არსებობს კრამიტის სახურავის ზედაპირის დაფარვის სამი წესი:

ა) ანგობირებული — ანგობირება არის კერამიკული მასალის დაფარვა თეთრი თიხის (ანგობის) თხელი შრით, მნერალური ნივთიერებების დამატებით. თიხას წყალში ურევენ და წარმოების პროცესში იყენებენ. შემდგომ კი მიღებულ ნარევს სხვადასხვა ფერად ღებავენ;

ბ) მოჭიქური — ჭიქური არის მინისმაგვარი შრე, 0.1–0.3 მმ სისქის, რომლის მისაღებად კრამიტის ზედაპირზე სპეციალური ნივთიერებები უნდა დაეფინოს და მაღალ ტემპერატურაზე გამოიწვას. შედეგად, ჭიქური ქმნის ისეთ საფარს, რომელიც მასალას ატმოსფერული ნალექების ნეგატიური ზეგავლენისგან საიმედოდ იცავს.

გ) ნატურალური — დასახელებიდან უკვე ნათელია, რომ ასეთ მასალას არ აქვს არანაირი დამატებითი საფარი. მისთვის დამახასიათებელია უხეში ზედაპირი და სტაფილოსფერ-ყავისფერი შფერილობა.

სახურავის მასალა კრამიტი — პლუსები და მინუსები

სახურავის მასალის პლუსები და მინუსები ყოველთვის უნდა მოიძიოთ და გაითვალისწინოთ, როცა სახურავის ყიდვა გსურთ, რათა თქვენი მოთხოვნის შესაბამისად შეარჩიოთ არა მხოლოდ სახურავის ფასი, არამედ — სახურავის მასალის თავისებურებები. ეს კი აუციებელია იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგექმნათ სახურავის საექსპლუატაციო თვისებებზე. ამიტომ, ქვემოთ მოკლედ შემოგთავაზებთ კრამიტის სახურავების დადებით და უარყოფით მხარეებს.

1) კრამიტი — დადებითი თვისებები:

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ კრამიტი ძალიან ლამაზია. კრამიტის მასალის სახლის სახურავები შენობას თანამედროვე და კეთილშობილ იერს სძენს.
გარდა ესთეტიკური მხარისა, კრამიტის უპირატესობებია ის, რომ:
ა) კრამიტი ცეცხლგამძლეა;
ბ) კრამიტი წყალგაუმტარია;
გ) კრამიტი ეკოლოგიურად სუფთაა;
გ) კრამიტი ინერტულია ბიოლოგიური ზემოქმედების მიმართ;

მეტალოკრამიტის სახურავები, როგორც ვიზუალურად, ასევე საექსპლუატაციო თვისებებით, კრამიტის შესანიშნავი ალტერნატივაა. ამასთანავე, სახურავების ფასების და სახურავის მონტაჟის ფასის გათვალისწინებთ თუ ვიმსჯელებთ, მეტალოკრამიტი არა მხოლოდ ლამაზი და ხანმედეგია, არამედ — საკმაოდ ხელმისწვდომიც.

2) კრამიტი — უარყოფითი მხარეები:

ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ მასალას — იქნება ეს მეტალის სახურავი, თუნუქის სახურავი, პლასტიკატის სახურავი თუ სხვა სახურავის მასალა, კრამიტის სახურავსაც აქვს თავისი მინუსები.

კრამიტის მინუსებად მიიჩნევა:
ა) მძიმე წონა — კრამიტის სახურავის წონა შეიძლება აღწევდეს 60 კგ-ს ერთ კვ. მეტრზე (მაშინ, როცა, მაგალითად, მეტალოკრამიტის წონა ერთ კვადრატული მეტრზე, დაახლოებით, 6 კგ-ია). ამიტომ სახლს უნდა ჰქონდეს მყარი საძირკველი და ძლიერი კარკასი, რომლიც ასეთ საგრძნობ დაწოლას გაუძლებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ რეგიონებისთვის, სადაც უხვთოვლიანი ზამთარი იცის.

ბ) სახურავის ფასი — კრამიტის სახურავის ფასი შედარებით მაღალია. ფასი დამოკიდებულია მწარმოებელზე და წარმოების მეთოდზე.

გ) მტვრევადობა — კრამიტი არ არის მდგრადი მექანიკური ზემოქმედების მიმართ. იგი შეიძლება დაზიანდეს ტრანსპორტრებისას ან სახურავის მოწყობის პროცესში.

დ) სპეციფიკური დახურვის საჭიროება — იმისთვის, რომ კრამიტის სახურავიდან წყალმა წყალშემკრებ ღარებში დაუბრკოლებლად იდინოს, სახურავის დახრის კუთხე (ანუ დაქანება) სწორად უნდა იყოს შერჩეული.

ე) რთული მონტაჟი — მონტაჟი მოითხოვს დიდ დროს, იმის გათვალისწინებით, რომ ელემენტები ერთი მეორეში უნდა ჩაჯდეს. თანაც, თუკი, მაგალითად მეტალოკრამიტის სახურავები უფრო მარტივ მონტაჟს მოითხოვს და შეგიძლიათ, თავადაც კი გაუმკლავდეთ, კრამიტით გადახურვა აუცილებლად სახურავის ხელოსანს უნდა ანდოთ.

***

დღეს ბაზარზე სახურავის მასალის დიდი არჩევანია. ამიტომ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ გამოცდილ სპეციალისტთან, რომელიც თქვენი რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისი ვარიანტის მოძებნაში დაგეხმარებათ.

--

--